გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე: ეს პროექტი ნიშნავს მეტად უსაფრთხო სახელმწიფოს, ახალ პოლიტიკურ შესაძლებლობებს, ახალ სამუშაო ადგილებს - დღევანდელზე უკეთესს საქართველოს

29-05-2024

„საბედნიეროდ ანაკლიის ბედი მამუკა ხაზარაძის მოღალატეობრივმა ქმედებამ ვერ გადაწყვიტა და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მისი 51% თანამონაწილეობით უკვე წელს ამ საუკუნის პროექტის განხორციელება შეუფერხებლად დაიწყოს“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, რითაც ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას გამოეხმაურა.


მეგრელიშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ პროექტის დასაწყებად, რადგან „ქართული ოცნება“ თვლის, რომ ქართველი ხალხი, მოქალაქეები ვიმსახურებთ დღევანდელზე უკეთეს საქართველოს.


„ანაკლიის პორტი ამერიკულ CONTI INTERNATIONAL ერთად მამუკა ხაზარაძის ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM-ს უნდა აეშენებინა, მაგრამ მან სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება არ შეასრულა და დიდ შემოსავალთან ერთად დაახლოებით განვითარების რვა წელი დააკარგინა ქართულ სახელმწიფოს. ამ საკითხზე პასუხისმგებლობის მოხსნა მან სამართლებრივი გზით სცადა და საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა საქართველოს. საბედნიეროდ ანაკლიის ბედი მამუკა ხაზარაძის მოღალატეობრივმა ქმედებამ ვერ გადაწყვიტა და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მისი 51% თანამონაწილეობით უკვე წელს ამ საუკუნის პროექტის განხორციელება შეუფერხებლად დაიწყოს. ჩინურ კომპანიასთან საპარტნიორო შეთანხმება გაფორმდება და ისტორიული მნიშვნელობის სტრატეგიული პროექტი სტარტს აიღებს. ეს პროექტი ნიშნავს მეტად უსაფრთხო სახელმწიფოს, ახალ პოლიტიკურ შესაძლებლობებს, ახალ სამუშაო ადგილებს - დღევანდელზე უკეთესს საქართველოს. თუ ჩასაფრებული პოზიციიდან გამოხვალთ ლოგიკურია აღიარებთ, რომ ეს შესაძლებლობა მოიტანა მშვიდობამ და მმართველი გუნდის სახელმწიფოებრივმა დამოკიდებულებამ. მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ პროექტის დასაწყებად, რადგან „ქართული ოცნება“ თვლის, რომ ქართველი ხალხი, მოქალაქეები ვიმსახურებთ დღევანდელზე უკეთეს საქართველოს,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქზე.