გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ექსტენციონისტებისთვის ტრენინგები „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ექსტენცია" გაიმართა

31-05-2024

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით აჭარაში ექსტენციონისტები გადამზადდნენ თემაზე „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ექსტენცია". აქტივობის მიზანია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგის სპეციალისტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება, რაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობაში ეფექტიანი სერვისების განხორციელებას.

 

ტრენინგის ფარგლებში განიხილეს ექსტენციის ზოგადი არსი, ადგილობრივი და საერთაშორისო მიდგომების შედარებითი ანალიზი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის საჭიროებების მოკვლევის საფუძველზე ექსტენციის პროგრამის შემუშავება, კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა სოფლის მეურნეობის ექსტენციაში.

 

შეხვედრა პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.