გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით კაჭარავა: ჩვენ ვამბობთ, რომ არ შეიძლება უცხო ქვეყნიდან ვიმართებოდეთ და უცხო ქვეყნის დავალებებს ვასრულებდეთ, ისინი, ვინც კანონს აპროტესტებენ, ღიად აცხადებენ - კი, ჩვენ ვასრულებთ უცხო ქვეყნის დაკვეთას

31-05-2024

პარტია „ხალხის ძალის„ წევრი დავით კაჭარავა გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ პროტესტს ეხმიანება. დეპუტატის განმარტებით, კანონის მოწინააღმდეგეები უკვე ღიად ამბობენ, რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან და მათ დაკვეთას ასრულებენ. დავით კაჭარავა უცხოელი პარტნიორების განცხადებებსაც ეხმიანება.


მისი შეფასებით, თანამდებობის პირების აქციაზე მისვლა და დირექტივების გაცემა პირდაპირი ჩარევაა ქვეყნის შიდა საქმეებში.


თუ გვინდა, ერთხელ და სამუდამოდ, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა გავხდეთ, ასეთი რაღაცები უნდა აღვკვეთოთ.“- აღნიშნა კაჭარავამ.


დეპუტატის თქმით, მსგავსი ჩარევები ქვეყნისთვის მიუღებელია და სწორედ ამიტომ არის კანონის ამოქმედების საჭიროება.

„ჩვენ ძირეულ მიდგომებში ვერ ვთანხმდებით. ჩვენ ვამბობთ, რომ გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და არ შეიძლება ვიმართებოდეთ უცხო ქვეყნიდან, უცხო ქვეყნის დავალებებს არ უნდა ვასრულებდეთ. ადამიანები, ვინც აპროტესტებენ და თავიდან შეფარვით საუბრობდნენ, დღეს უკვე პირდაპირ, ღიად ამბობენ - კი, ჩვენ ვასრულებთ უცხო ქვეყნის დაკვეთას, ჩვენ ვემსახურებით მათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მკაცრად.


ქვეყნის მომავლისთვის და ინტერესისთვის, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ჩვენს ქვეყანაში. ვიღაცები ცდილობენ, ამა თუ იმ ბერკეტით ჩვენი ქვეყნის განვითარება შეაჩერონ. ისინი პირდაპირ ფინანსდებიან უცხოეთიდან, იღებენ დავალებებს უცხოეთიდან და ამას არც მალავენ. ეს ხომ არ არის გამოძიების საგანი, პირდაპირ, ღიად ჩანს ეს ყველაფერი - ვინ საიდან იმართება.


მობრძანდებიან ჩვენი სტუმრები და შეხვედრებს აწყობენ, პირდაპირ ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა ინტერესებში, შიდა საქმეებში. ჩვენ თუ გვინდა, ერთხელ და სამუდამოდ, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა გავხდეთ, ასეთი რაღაცები უნდა აღვკვეთოთ.


როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი, მაღალი თანამდებობის პირი რომ ჩასულიყო სხვა ქვეყანაში და იქ ოპოზიციის მოძრაობაში ან აქციაზე მიეღო მონაწილეობა? იქ შეხვედროდა ოპოზიციას და მათთვის დირექტივები მიეცა თუ როგორ უნდა ემოქმედათ მათ, ხომ იქნებოდა პირდაპირი ჩარევა? ყველა ის ადამიანი, ვინც ამ შეხვედრას დაესწრებოდა, აუცილებლად იქნებოდა აღქმული როგორც ჯაშუში და სხვა ქვეყნის ინტერესის გამტარებელი. თუ გვინდა წინ გადავდგათ ნაბიჯები, ჩვენ უნდა გავიზარდოთ როგორც ქვეყანა. მსგავსი რაღაცები ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელია. ამიტომ, კანონი უმკაცრესად უნდა მოქმედებდეს ასეთი ადამიანების წინააღმდეგ.“- განაცხადა კაჭარავამ.