გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცეცლხსასროლი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა

1-06-2024

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი დააკავეს.


უწყების ინფორმაციით, 2024 წლის 30 მაისს, ქალაქ დუშეთში, ბრალდებული სამართალდამცავი დასთან სტუმრად მივიდა, სადაც კონფლიქტი მოუვიდა დის მეუღლე-გ.ბ.-სთან. დაპირისპირება გაგრძელდა ეზოში, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შედეგადაც გ. ბ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება წარმართა. გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, მოპოვებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, რის შემდეგაც, სამართალდამცავი იქნა დაკავებული.


სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა.


დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.