ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ედიშერ გვენეტაძე მამუკა მდინარაძის ოჯახის შესახებ „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: ისეთი ზნეობასთან მწყრალად მყოფი კაცისაგან, როგორიც ნოდარ მელაძე და მისი ე.წ. გუნდია, ყველაფერია მოსალოდნელი!

1-06-2024

ისეთი ზნეობასთან მწყრალად მყოფი კაცისაგან, როგორიც ნოდარ მელაძე და მისი ე.წ. გუნდია, ყველაფერია მოსალოდნელი! მათთვის უცხოა დედა, მამა, ძმა, ბავშვი..., - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ოჯახის შესახებ „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით.


მისი განცხადებით, ამ ადამიანებისთვის პატრონის მიერ მიცემული დაკვეთის შესრულებაა მთავარი და ისინი საკუთარ მშობლებსაც გაყიდიან, მყიდველი თუ გამოუჩნდათ.


„ისეთი ზნეობასთან მწყრალად მყოფი კაცისაგან, როგორიც ნოდარ მელაძე და მისი ე.წ. გუნდია ყველაფერია მოსალოდნელი! მათთვის უცხოა დედა, მამა, ძმა, ბავშვი... ამ სუბიექტთათვის მთავარია უცხო პატრონის მიერ მიცემული დაკვეთის შესრულება და რა რაოდენობის ფულს იხდის გადამთიელი დამკვეთი! ეს ის სულიერი არსებებია, რომელთათვისაც უცხოა მოხუცი, ავადმყოფი, შშმპ, მშობელი! ეს ის ადამიანის მსგავსი არსებებია, რომლებიც საკუთარ მშობლებსაც თვალის დაუხამხამებლად გაყიდიან მყიდველი თუ გამოუჩნდათ!”, - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.