გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი: „როიტერის“ სტატია მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და მიზნად ისახავს ყალბი აღქმების შექმნას

1-06-2024

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“ საერთაშორისო მედიასაშუალების, „როიტერის“ მიერ გავრცელებულ სტატიას გამოეხმაურა.


როგორც გვერდის, „სინამდვილეში“, განცხადებაშია აღნიშნული, „როიტერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით ავრცელებს, სადაც შინაარსის გარეშე წერია, თითქოს ირაკლი კობახიძე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს.


აქვე ნათქვამია, რომ სტატია მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და მიზნად ისახავს უცხოელი მკითხველისთვის ყალბი აღქმების შექმნას.


„საერთაშორისო მედიასაშუალება „როიტერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით ავრცელებს, სადაც შინაარსის გარეშე წერია, თითქოს ირაკლი კობახიძე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს. სტატია და განსაკუთრებით მისი ჰედლაინი ტოვებს აღქმას, ვითომდა საქართველოს პრემიერი „ურთიერთობების გადახედვას“ ნეგატიურ კონტექსტში ახსენებს. #სინამდვილეში, „როიტერის“ სტატია მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და მიზნად ისახავს უცხოელი მკითხველისთვის ყალბი აღქმების შექმნას.


როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუბრობდა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის გადახედვაზე, მხედველობაში ჰქონდა ურთიერთობების გაღრმავება. ციტატა: „არ ვიცი, რატომ იყო რევოლუციის 2 მცდელობა 2020-2021 წლებში, შემდეგ 2022 წელს. არ ვიცი, რატომ იყო ასეთი მცდელობები. ფაქტია, რომ წინა ელჩმა ბევრი რამ გააფუჭა, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ წლების განმავლობაში. ამას სჭირდება გამოსწორება. პირდაპირ იდგნენ, მათ შორის, ამერიკიდან დაფინანსებული NGO-ები რევოლუციურ სცენაზე, როდესაც მათ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით მთავრობის ჩამოყალიბება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ წინა ელჩის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა, ამიტომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს შედის როგორც ქართველი ხალხის ინტერესებში, ასევე, მე მჯერა, ამერიკელი ხალხის ინტერესებშიც“, - წერს „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“.