გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი ხელისუფლებას: ნუ გვაიძულებთ საკუთარი და ჩვენი ოჯახის წევრთა ღირსების დაცვას მამაპაპისეული ხერხებით - ცოტაღა დაგვრჩა, სამართლის ძიების ამ გზას სრულიად საქართველო დაადგეს!

1-06-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხელისუფლებას მიმართავს ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მოსახლეობა იძულებული არ გახდეს საკუთარი თავისა და ოჯახის წევრთა ღირსების დასაცავად მამაპაპისეულ ხერხებს მიმართონ.


მისივე თქმით, „ნოდარ მელაძის შაბათის“ დღევანდელი ანონსის მამუკა მდინარაძის მშობლებთან მივარდნის თაობაზე ნახვის შემდეგ გაახსენდა ორი წლის წინანდელი ფაქტი, როდესაც „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადამღებმა ჯგუფმა სოფლის სახლიდან ერთადერთი გასასვლელი გზა გადაუღობა და პროვოკაციული შეკითხვებით მისი მწყობრიდან გამოყვანა სცადა.


„ვნახე „შავNOდარას“ დღევანდელი ანონსი მამუკა მდინარაძის მშობლებთან მივარდნის თაობაზე. ჩემთან, მელაძის მიერ ორი წლის წინანდელი მივარდნა გამახსენდა, როდესაც იმავე გადამღებმა ჯგუფმა სოფლის სახლიდან ერთადერთი გასასვლელი გზა გადამიღობა და პროვოკაციული შეკითხვებით ჩემს მწყობრიდან გამოყვანას უშედეგოდ ცდილობდა. ზუსტად ერთ წელიწადში, ათასობით მეგობარს და გულშემატკივარს, ჩემს მოკრძალებულ სოფლის სახლში ჩემი შვილის პანაშვიდსა და გასვენებაში მოუხდა მოსვლა, მაგრამ არც მაშინ და არც დღეს ჩემმა „სიმდიდრემ“ არავინ გააოცა. ხოლო ჩემს მეზობლად ლომჯარიას თანამშრომლის მშენებარე სახლი არც მაშინ, და არც დღეს არავის, მათ შორის „შავNOდარას“ მხედველობის არეში, არ მოხვედრია. სამაგიეროდ, იმავე „შავNOდარას“ ჟურნალისტს არ დაზარებია ჩემთვის კითხვის დასმა, რატომ დავდივარ საღამოობით გარდაცვლილი შვილის საფლავზე და რას მეტყოდა ის დღეს, „რუსული კანონის“ ერთ-ერთ შემქმნელს, ცოცხალი რომ ყოფილიყო. „მადლობელი“ ვარ ამ ჟურნალისტის, რომ მეგის ქარდავას ზონდერის მსგავსად, ჩემს დედას და ახლობლებს არ შეეხო ისე, როგორც ეს ნათია ბერიძეს და მის ოპერატორს აკადრეს გუშინ. მაშინ ჩვენი დიალოგი ალბათ სულ სხვანაირად დასრულდებოდა. მაგრამ, ვიღაც რომ დაადგეს დედაჩემს ისევე, როგორც ეს მამუკა მდინარაძის დედას აკადრეს, ან ვიღაცამ რომ „მისადკავოს“ ჩემი შვილის საფლავთან - მაშინ იმ „ლინჩის სასამართლოსი“ არავის გაუკვირდეს, რასაც ამ გან-სული-ერებულ არსებებს გავუმართავ. ამიტომაც მივმართავ ხელისუფლებას, ნუ გვაიძულებთ საკუთარი და ჩვენი ოჯახის წევრთა ღირსების დაცვას მამაპაპისეული ხერხებით. ცოტაღა დაგვრჩა, სამართლის ძიების ამ გზას სრულიად საქართველო დაადგეს!“, - წერს დავით ქართველიშვილი.