გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან იზორია მიხაილ როთს: თქვენ გქონდათ მცდელობა, მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ მართლმადიდებელი ეკლესია, ჩვენი ტოლერანტობა სამაგალითოა მთელს მსოფლიოში

1-06-2024

ქართულ ეკლესიაზე მიხაილ როთის თავდასხმას გერმანიაში საქართველოს ელჩი გამოეხმაურა.


ლევან იზორია როთს სიტყვების კრიტიკის და უგულებელყოფის ერთმანეთისგან გარჩევას ურჩევს. ელჩი ამბობს, რომ ქართველი ხალხის ტოლერანტობა სამაგალითო მთელს მსოფლიოში.


„თქვენ გქონდათ მცდელობა, მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენი ტოლერანტობა სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ისტორიულად, ის ეკლესიის წიაღში ჩაისახა და იარსებებს მუდამ“, - წერს ლევან იზორია.


გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა: „ყველა ეკლესია, რელიგია და მათი მრევლი ვალდებულები არიან, გაუძლონ კრიტიკას. ზოგიერთს ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პრობლემები აქვს. ჩემს შემთხვევაში ეს ქართული მართლმადიდებლობაა, ისევე როგორც ისლამი”.