გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თეა ჯუღელი კონგრესში ქართველების სიტყვით გამოსვლაზე: საქართველოზე ზეპირ „დანოსებს“ აკეთებენ, ამას წარმოვიდგენდით დამოუკიდებლობიდან ათწლეულების შემდეგ და ესენი ლაპარაკობენ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაზე კანონი ვის აკადრეთო?

5-06-2024

კომუნისტების დროსაც კი, კრემლში, რომელიმე ქართველს ასე ღიად, ტელევიზიის თანდასწრებით, საქართველოზე და ქართველებზე რომ ელაპარაკა, გამორიცხული იყო რომ უკან ჩამოეშვა ვინმეს. კომუნისტების დროს, საბჭოთა კავშირშიც კი! - ასე ეხმიანება ფეისბუკმომხმარებელი თეა ჯუღელი, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სადაც MEGOBARI აქტი განიხილება, ვანო ჩხიკვაძის და ნატალია საბანაძის გამოსვლას.


როგორც თეა ჯუღელი აღნიშნავს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათწლეულების შემდეგ, ამას ვერავინ წარმოიდგენდა, შესაბამისად, ამ ადამიანებს, ვინც კონგრესში საქართველოს დასმენით არის დაკავებული, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღება არ უნდა გაუკვირდეთ.


„კომუნისტების დროსაც კი, კრემლში, რომელიმე ქართველს ასე ღიად, ტელევიზიის თანდასწრებით, საქართველოზე და ქართველებზე რომ ელაპარაკა, გამორიცხული იყო რომ უკან ჩამოეშვა ვინმეს. კომუნისტების დროს, საბჭოთა კავშირშიც კი!!!


ეს რა ვნახე, რა უბედურება ხდება, მეორედ მოსვლაა?! კონგრესში სხედან და საქართველოზე ზეპირ დანოსებს აკეთებენ. ამას წარმოვიდგენდით დამოუკიდებლობიდან ათწლეულების შემდეგ და ესენი ლაპარაკობენ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაზე კანონი ვის აკადრეთო?“ - წერს თეა ჯუღელი.