გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვატო შაქარიშვილი: ამერიკულმა „ტროიკამ“ საბჭოთა სტილის სასამართლო მოაწყო, მიიყვანეს „მოწმეები“ და ცალმხრივად დააბეზღებინეს საქართველო, ისტორიის სახელმძღვანელოში შევა ამ ადამიანების სახელები და გვარები - ნატალია საბანაძე და ვანო ჩხიკვაძე

5-06-2024

ღალატი პირდაპირ ეთერში! ასეთი რამ ალბათ არავის, არასდროს უნახავს! უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოწმის სახით სხედან და საკუთარ ქვეყანას უყენებენ უსამართლო, წარმოუდგენლად აბსურდულ ბრალდებებს! - ასე ეხმიანება საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, აშშ-ის კონგრესში, სადაც საქართველოს თემაზე სპეციალური განხილვა მიმდინარეობს, ნატალია საბანაძის და ვანო ჩხიკვაძის სიტყვით გამოსვლას.


ვატო შაქარიშვილის განცხადებით, კონგრესში საბჭოთა სტილის სასამართლო მოეწყო, სადაც "მოწმეებს" საკუთარი ქვეყანა ცალმხრივად დააბეზრებინეს.


„ღალატი პირდაპირ ეთერში! ასეთი რამ ალბათ არავის, არასდროს უნახავს! უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოწმის სახით სხედან და საკუთარ ქვეყანას უყენებენ უსამართლო, წარმოუდგენლად აბსურდულ ბრალდებებს!


ამერიკულმა “ტროიკამ” საბჭოთა სტილის სასამართლო მოაწყო, მიიყვანეს “მოწმეები” და ცალმხრივად დააბეზღებინეს საქართველო!!!


ისტორიის სახელმძღვანელოში შევა ამ ადამიანების სახელები და გვარები - ნატალია საბანაძე და ვანო ჩხიკვაძე…


აშშ-ზე, აღარაფერს ვიტყვი… ამ მომაკვდავი იმპერიის მდგომარეობაზე, დღევანდელი საცირკო წარმოდგენა ყველაზე კარგად მეტყველებს!!!შალვა ნათელაშვილის წერილის დიდი სიამაყით აფრიალება, საბოლოო განაჩენი იყო!


ეს ყველაფერი ტრაგიკული უფრო იყო თუ კომიკური მარტივად ვერ იტყვი…“ - წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.