გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზურაბ ქადაგიძე ჰელსინკის კომისიის შეკრებაზე: სამარცხვინოა უსამშობლო ქართველის ცქერა, რომელსაც საკუთარ ისტორიასთან და სამშობლოსთან მხოლოდ გვარის დაბოლოება აკავშირებს და ისე ამაყად ღალატობს საკუთარ ქვეყანას, რომ ყორღანაშვილს შეშურდებოდა

5-06-2024

ეს კონგრესმენები “პატაკს” იბარებენ სოროსის ფონდისგან და საქართველოს შესახებ მოსმენა ჰქვია მაგას?! - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ჰელსინკის კომისიის შეკრების შესახებ.


ქადაგიძე საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სადაც MEGOBARI აქტი განიხილება, ნატალია საბანაძის და ივანე ჩხიკვაძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცალკე სამარცხვინოა, უსამშობლო, გენმოდიფიცირებული ქართველის ცქერა, რომელსაც საკუთარ ისტორიასთან და სამშობლოსთან, მხოლოდ გვარის დაბოლოება აკავშირებს და ისე ბეჯითად, ამაყად ღალატობს საკუთარ ქვეყანას, რომ ყორღანაშვილს შეშურდებოდა.


„ეს კონგრესმენები “პატაკს” იბარებენ, სოროსის ფონდისგან და საქართველოს შესახებ მოსმენა ჰქვია მაგას?! აი, ზუსტად ეგ დამოკიდებულებაა, რომ სოროსელი “ენჯეოშნიკები” ჰგონიათ ქართველი ხალხის პატრონი და შესაბამისად, მათთან განიხილავენ ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალს. ამიტომაც გადაიხსნეს ვენები, სოროსის ფონდის და მისნაირების გასაჯაროება და გამჭვირვალობა ხომ პირდაპირ გამოააშკარავებს რეალურ ინტერესებს?!


ცალკე სამარცხვინოა, უსამშობლო, გენმოდიფიცირებული ქართველის ცქერა, რომელსაც საკუთარ ისტორიასთან და სამშობლოსთან, მხოლოდ გვარის დაბოლოება აკავშირებს და ისე ბეჯითად, ამაყად ღალატობს საკუთარ ქვეყანას, რომ ყორღანაშვილს შეშურდებოდა… სხვას კი არაფერს აკეთებდნენ, მოღალატე ქართველი დიდებულები? ზოგი ყაენთან, ზოგი შაჰის კარზე და ზოგიც კონსტანტინოპოლში იმპერატორთან აბეზღებდა საკუთარ ქვეყანას.


ისე, რა გამოვიდა ბოლოს ამ მოსმენაზე - უკრაინულად მაიდანს არ აწყობთ, სამოქალაქო სისხლიან დაპირისპირებაში არ შედიხართ, რევოლუცია არ გინდათ, რუსეთთან ომს არ აპირებთ და ისე, ვიზებს არ გაგიიაფებთო?! მოკლედ, როგორც უკრაინას მიიღებენ ნატოში, რუსეთის დამარცხების შემდეგ, ჩვენც გვპირდებიან - რევოლუციას მოაწყობთ მერე გავამარტივებთ ვიზებსო…“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.