გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი ჰელსინკის კომისიის შეკრებაზე - საკუთარი თავის უპატივცემულობაა ვანო ჩხიკვაძეს და ნატალია საბანაძეს ქართველები ვუწოდოთ. ესენი იყვნენ ტიპური მონები და მოღალატეები

5-06-2024

„საკუთარი თავის უპატივცემულობაა ვანო ჩხიკვაძეს და ნატალია საბანაძეს ქართველები ვუწოდოთ. ესენი იყვნენ ტიპური მონები და მოღალატეები,“-ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჰელსინკის კომისიის შეკრებაზე, ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ივანე ჩხიკვაძის და საქართველოს ყოფილი ელჩის ევროკავშირში ნატალია საბანაძის სიტყვით გამოსვლას.


ქართველიშვილის თქმით, წარმოუდგენელი ფენომენი აღიზარდა ლიბერალური ფაშიზმის წიაღში, სადაც ერთმანეთს ასწრებენ არა "საკუთარი ქვეყნისთვის" რაიმე პრეფერენციების მოსაპოვებლად, არამედ მის დასასჯელად, მოღალატეობრივი ცილისმწამებლური დაბეზღების გზით.


„ცინიზმია - იმ შაბაშს, რაც "ჰელსინკის კომისიის შეკრებაზე" ხდებოდა აშშ-ს კონგრესში "მეგობარი აქტი" დაარქვა. საკუთარი თავის უპატივცემულობაა ვანო ჩხიკვაძეს და ნატალია საბანაძეს - ქართველები ვუწოდოთ. ესენი იყვნენ ტიპური მონები და მოღალატეები, იქ დამსწრე საზოგადოებისთვის კი ნანატრი ბიოლოგიური მასალა. წარმოუდგენელი ფენომენი აღიზარდა ლიბერალური ფაშიზმის წიაღში, სადაც ერთმანეთს ასწრებენ არა "საკუთარი ქვეყნისთვის" რაიმე პრეფერენციების მოსაპოვებლად, არამედ მის დასასჯელად, მოღალატეობრივი ცილისმწამებლური დაბეზღების გზით.


საბანაძე თავის დროზე მორიგი სამარცხვინო საკადრო გადაწყვეტილების სახით შევა მოქმედი ხელისუფლების მიერ შექმნილ მსხვილ მოღალატეთა რეესტრში. რაც შეეხება ტრანსგენდერთა ხილვადობით მოამაყე ქვეყნის კონგრესმენებს, მათი საქართველოში "მაიდანიზაციისაკენ" ძალადობრივი მოწოდებები შემოინახონ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მყოფი საკუთარი ქვეყნისთვის.


ისე არ გაუთენდეთ ერთხელაც საქმე, რომ ეს ხილვადობა ბინდმა დაუფაროთ, რომელშიც საკუთარ თავებსაც ვერ ამოიცნობენ. სირცხვილს, ღალატს, კოლაბორაციონიზმს და განსულიერებულ უსინდისობას, რაც დღეს ვიხილეთ - სათოფეზეც კი არ უნდა გავეკაროთ,“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.