გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ევროპის რეგიონული კომისიის ვიცეპრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

5-06-2024

პარიზში გამართულ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ასამბლეის 91-ე გენერალურ სესიაზე საქართველოს დელეგატი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ევროპის რეგიონული კომისიის ვიცე-პრეზიდენტად, ხმათა უმრავლესობით, მეორედ აირჩიეს.


სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ორგანიზაციის წევრი 183 ქვეყნის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და პარტნიორებმა საქართველოს დელეგატის ერთწლიანი საქმიანობა დადებითად შეაფასეს და აღნიშნული მანდატი ამჯერად სამი წლის ვადით მიანიჭეს.


„წელს, როცა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონული წარმომადგენლობების ჩართულობა იმ საერთო მიზნის მიღწევაში, რაც ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას გულისხმობს. აღსანიშნავია ამ მხრივ საქართველოს პროგრესი. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ცხოველთა დაავადებების პრევენციისა და ეფექტიანი მართვის მექანიზმების დანერგვასა და გამოყენებას,“ - აღნიშნა ვასილ ბასილაძემ.


სესიის ფარგლებში, გაიმართა გენერალური დირექტორის არჩევნებიც. ამ პოზიციაზე 5 წლის ვადით ემანუელ სოუბერნი აირჩიეს.


ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WOAH) 183 წევრი ქვეყანაა გაერთიანებული. ორგანიზაცია წამყვან როლს ასრულებს და განსაზღვრავს ვეტერინარულ პოლიტიკას მსოფლიოში; ზედამხედველობას უწევს მისი იმპლემენტაციის პროცესს. WOAH-ის საერთაშორისო სტანდარტებით რეგულირდება ცხოველთა 120-ზე მეტი დაავადება, მათ შორის, ზოონოზები (ადამიანისა და ცხოველის საერთო დაავადება), რომლებიც რეგულარულად ექვემდებარება განახლებას და მტკიცდება გენერალურ სესიაზე. აღნიშნული სტანდარტები ქვეყნებს ეხმარება დაავადებების უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და ცხოველებითა და ცხოველური პროდუქტებით უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფაში.