გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: კონკრეტული NGO-ები, მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიები პირდაპირ იწონებდნენ ძალადობას, ყველას მოვუწოდებ, რომ არ ჰქონდეთ ორმაგი სტანდარტები, როცა საქმე ეხება ძალადობის დაგმობას

5-06-2024

კონკრეტული NGO-ები, მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიები კვირების განმავლობაში პირდაპირ იწონებდნენ ძალადობას, ბულინგს, თავდასხმებს კონკრეტულ პოლიტიკოსებზე და არა მარტო. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ჰქონდეთ ერთი სტანდარტი, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა და მსგავსი ტიპის ნებისმიერი სხვა ქმედება.


„ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი ნებისმიერი ასეთი ფაქტი, ნებისმიერი ასეთი აქტი. მე მინდა ვთქვა ერთი რამ, ყველას მოვუწოდებ, რომ ჰქონდეთ ერთი და არა ორმაგი სტანდარტები, ეს არის პრობლემა, როდესაც კონკრეტული NGO-ები, მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიები კვირების განმავლობაში პირდაპირ იწონებდნენ ძალადობას, ბულინგს, თავდასხმებს კონკრეტულ პოლიტიკოსებზე და არა მარტო და ა.შ. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ჰქონდეთ ერთი სტანდარტი, როცა საქმე ეხება ძალადობის, თუ მსგავსი ტიპის სხვა ქმედებების დაგმობას. კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი ქმედება. თქვენ დაგმეთ ყველა მიმართულებით ძალადობაც და ნებისმიერი ტიპის ბულინგიც, ორივე მიმართულებით,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.