გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციამ ფაშიზმი და ბოლშევიზმი ერთ იდეოლოგიად აქცია და ბოლშევიკური ღალატის ფაშისტური აღსრულება შემოგვთავაზა

5-06-2024

„რაც გუშინ ვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არის კლასიკური ბოლშევიზმი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ წინა საუკუნეში ამას მალულად აკეთებდნენ, დღეს კი „პროგრესი” გვაქვს და ბოლშევიკური ღალატის, საკუთარი ქვეყნის დასმენის ღია, საჯარო პროცესი შემოგვთავაზეს“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ამით აშშ-ს კონგრესში ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის ნატალია საბანაძისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კოორდინატორის ივანე ჩხიკვაძის მოწმის სტატუსით გამოსვლას ეხმიანება.


თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ კონგრესმა ბოლშევიკური ღალატის, საკუთარი ქვეყნის დასმენის ღია პროცესი შესთავაზა საზოგადოებას და საგანგაშო ის არის, რომ ეს ხდება „დემოკრატიის აკვნად” წოდებულ ამერიკაში.


„კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ ისტორიული ფაქტის წინაშე დაგვაყენა. მათ შეძლეს იმ ორი ურთიერთდაპირისპირებული იდეოლოგიის შერწყმა, რის გამოც მეოცე საუკუნის დასაწყისში მილიონობით ადამიანი დაიღუპა. ოპოზიციამ ფაშიზმი და ბოლშევიზმი ერთ იდეოლოგიად აქცია და ბოლშევიკური ღალატის ფაშისტური აღსრულების მეთოდოლოგია შემოგვთავაზა.


რაც გუშინ ვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არის კლასიკური ბოლშევიზმი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ წინა საუკუნეში ამას მალულად აკეთებდნენ, დღეს კი „პროგრესი” გვაქვს და ბოლშევიკური ღალატის, საკუთარი ქვეყნის დასმენის ღია, საჯარო პროცესი შემოგვთავაზეს. საგანგაშო ის არის, რომ ეს ხდება „დემოკრატიის აკვნად” წოდებულ ამერიკაში. სწორედ დასავლეთიდან აჩვენეს ჩვენს ახალგაზრდებს საკუთარი ქვეყნის კლასიკური ღალატის მაგალითი და ეს მათთვის ერთგვარ ტრენდად აქციეს. ასეთი „დემოკრატიით” გვიზრდიან თაობებს საქართველოში და თუ ეს დროულად არ შეჩერდა, რისკის ქვეშ დადგება სახელმწიფოს უსაფრთხოება“, - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.