გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან ნიკოლეიშვილი: ამერიკელებისაც მედარდება, ისე როგორ უნდა წახდნენ, რომ შალვა ნათელაშვილს ან მოუსმინონ ან დაუჯერონ?! დასმენის რეჟიმი, როდესაც ეს იმ ქვეყანას ეხება, რომლის მოქალაქეცაა, მას იაფფასიან მოღალატედ აქცევს

5-06-2024

„მე იმ ამერიკელებისაც მედარდება, ისე როგორ უნდა წახდნენ, რომ შალვა ნათელაშვილს ან მოუსმინონ ან დაუჯერონ?!,“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ განხილვაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის გამოჩენას.


ექსპერტის განცხადებით, ნათელაშვილს ქართულ პოლიტიკაში არავინ არაფრად თვლის და სხვაგან გაქცევა-დასმენის რეჟიმი ვერ მოიშალა.


„მე იმ ამერიკელებისაც მედარდება ისე, როგორ უნდა წახდნენ, რომ შალვა ნათელაშვილს ან მოუსმინონ ან დაუჯერონ?! შალვა ნათელაშვილს თავის გაჭირვება ხომ ეყოფა, არავინ არაფრად თვლის ქართულ პოლიტიკაში, შესაბამისად სადღაც გაქცევა-დასმენის რეჟიმში ყოფნაც ვერ მოიშალა. დასმენის რეჟიმი, როდესაც ეს იმ ქვეყანას ეხება, რომლის მოქალაქეცაა, ცხადია მას ერთ-ერთ იაფფასიან ჩვეულებრივ მოღალატედ აქცევს“, - წერს ნიკოლეიშვილი.