გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერ-მინისტრი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

5-06-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მთავრობის მეთაური პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.


უწყებუის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი შენობა 40 საკლასო ოთახს მოიცავს და ორ ცვლაში 2 000 მოსწავლეზეა გათვლილი.


პროექტით გათვალისწინებულია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები ტრიბუნებით. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.


პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 17 388 170 ლარია.