გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ედიშერ გვენეტაძე კონგრესში ნათელაშვილის ვიზიტზე: საქართველოსთვის ვერ გაზრდილმა და მოღალატედ აღზრდილმა შალვა ნათელაშვილმა ვერ სძლია სიხარბეს და ბოროტებას, გაჰყვა ნაცად გზას ყორღანაშვილისას და გამოამჟღავნა ორგული, გამყიდველური ბუნება

5-06-2024

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის აშშ-ის კონგრესში გამოჩენას და მის მიერ კონგრესმენებისთვის წერილის გაგზავნას სოციალურ ქსელში აფასებს და ნათელაშვილს „მეფანჩატურე-ყვარყვარეს“ უწოდებს.


როგორც გვენეტაძე აცხადებს, 300 არაგველის გმირულად დაღუპვიდან 229 წლის შემდეგ, არაგველთა მიწაზე დაბადებულმა, თუმცა, მოღალატედ აღზრდილმა ნათელაშვილმა ვერ სძლია სიხარბეს და ბოროტებას, ამიტომ ღალატის გზას დაადგა.


„1795 წლის 11 სექტემბერს იმ მხარის ვაჟკაცები, რომელნიც ისტორიაში შესულნი არიან, როგორც 300 არაგველნი კრწანისის მიდამოებში ერთიანად შეაწყდა უცხო ჯიშის მოღალატეთა მიერ ვერაგულად დაბრუნებულ დასაჭურისებულ აღა-მაჰმად ხანის ლაშქარს და შარავანდედით შეიმოსნენ ამქვეყნიურ და იმქვეყნიური საქართველოში! მაგრამ გადის ზუსტად 229 წელი და სამწუხაროდ იმ არაგველთა სანახებში დაბადებულმა, მაგრამ ქართულად და საქართველოსთვის ვერ გაზრდილმა და საუბედუროდ მოღალატედ აღზრდილმა შალვა ნათელაშვილმა ვერ სძლია სიხარბეს და ბოროტებას მისას! საბოლოოდ ირჩია და გაჰყვა ნაცად გზას ყორღანაშვილისას და მკაფიოდ გამოამჟღავნა ორგული, ორპირი, გამყიდველური ბუნება, მამულის, ენისა და სარწმუნოებისადმი! გადაგვარებული კომპარტიის კარიერისტმა პარტკომმა! ზვიად გამსახურდიას დაუძინებელმა მტერმა და მაგინებელმა! თავიდან შევარდნაძისადმი ფარისეველმა! შემდეგ სააკაშვილზე გროშებად მიყიდულმა! მერე ივანიშვილის მაქებარმა და იქიდან პიროვნული სარგებელს ვერ ნახვის შემდეგ უკან გამობუნძულებულმა ტიპურმა მეფანჩატურე-ყვარყვარე, სამარცხვინო შალიკომ! ამჯერად განუზომლად უფრო შორს, ოკეანის გაღმა, დამბეზღებელ-დამსმენ-ჩამშვები მოღალატეობრივი წერილი აფრინა, 1795 წლის მოღალატეთა მსგავსად! პროლოგ "დაუნ ვი დიეტქიტეთი", მოწოდებებით, "გულანთებული" თხოვნით! იჩქარეთ, მოდით ააწიოკეთ, დაასანქცირეთ, გადახანით, გააუბედურეთ ის ქვეყანა, რომელსაც თითქმის ორი საუკუნე ნახევრის წინ ჩემმა თანამემამულე 300 არაგველმა სიცოცხლე უშურველად შესწირეო! ასეა, სამშობლოსათვის თავდადებულ 300 არაგველის სისხლი ამ წუთებშიც ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და შესთხოვს! უფალო რატომ მოგვივლინე ასეთი განსაცდელი და არაგველთა მიწაზე რატომ გააჩინე ასეთი დახვეწილი არამზადა-ავაზაკი და ქვეყნის გამყიდველი, წუპაკ-მამაძაღლი და ფულისთვის ყოვლის მკადრებელი როგორიც შალვა ნათელაშვილიაო!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.