გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: ვერ ვიხსენებ ვერცერთ დაწყებულ მშენებლობას, რომელიც ამერიკიდან შემოსული ინვესტიციებით დავიწყეთ და შეიძლება გვეშინოდეს, რომ სანქციების გამო ვერ დასრულება

5-06-2024

„დასავლეთიდან იმუქრებიან, რომ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი შეიძლება საქართველომ არ მიიღოს, თუმცა ავიწყდებათ, ეს მუქარა არ ეხება საქართველოს. ამ ფულს არ მიიღებს ლომჯარია, გიგაური და დანარჩენი ენჯეოს წარმომადგენლები“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.


ქართველიშვილი სვამს კითხვას - „რას გვამადლიან? რომელი საინვესტიციო პროექტი დაიწყეს და ვერ დაამთავრეს, ან რომელი იყო დაანონსებული?“


„ერთადერთი, რაც დასავლეთს დარჩენია სანქციებით დამუქრებაა, თუმცა იმასაც კი ვერ ამბობენ რის წინააღმდეგ იქნება ეს სანქციები. ამბობენ, სანქციების დაწესების შემთხვევაში დასანქცირებულთა სია არ გასაჯაროვდება, რადგან ეს არადემოკრატიული იქნებაო. იმუქრებიან, რომ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი შეიძლება საქართველომ არ მიიღოს, თუმცა ავიწყდებათ, ეს მუქარა არ ეხება საქართველოს. ამ ფულს არ მიიღებს ლომჯარია, გიგაური და დანარჩენი ენჯეოების წარმომადგენლები. ვერ ვიხსენებ ვერცერთ დაწყებულ მშენებლობას, რომელიც ამერიკიდან შემოსული ინვესტიციებით დავიწყეთ და შეიძლება გვეშინოდეს, რომ სანქციების გამო ვერ დასრულება.


როდესაც ჩვენ გვამადლიან და გვეუბნებიან წლების განმავლობაში გამოყოფილ 6 მილიარდ დოლარს, როდესაც ჩვენ იმავე კალკულატორით ვეუბნებით, რომ 4,5 მილიარდზე მეტი არ მიგვიღია, ესეც ეტყობა რუსული მათემატიკის ბრალია. მაგრამ ამ 4,5, მილიარდიდან 70 % გადარიცხული თანხების სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდს რომ ეხება, ხოლო დარჩენილი თანხების უდიდესი ნაწილი თავისივე აგენტურის კვებას მოხმარდა წლების განმავლობაში, ამაზე არ საუბრობენ. კიდევ ერთხელ ვკითხულობ - რას გვამადლიან? რომელი საინვესტიციო პროექტი დაიწყეს და ვერ დაამთავრეს, ან რომელი იყო დაანონსებული?“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.