გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე: ეს ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს

5-06-2024

„ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური მზარდი დინამიკა. რეზოლუციის მხარდამჭერი წელს 103 ქვეყანა გახდა," - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, 2024 წლის 4 ივნისს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, და აღნიშნა, რომ დოკუმენტი საქართველოსა და 63 ქვეყნის მიერ იქნა ინიცირებული.


საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომელთაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს და შესაბამისად, ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს თანადგომა და მხარდაჭერა.


„ისევე, როგორც გასულ წლებში, წელსაც, გაერო-ს წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა მიეცათ, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 64 ქვეყანა შეუერთდა," - აღნიშნა დარჩიაშვილმა.


მინისტრმა ვრცლად ისაუბრა აღნიშნული რეზოლუციის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ დოკუმენტის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს უმაღლესი საერთაშორისო ფორუმის დღის წესრიგში.


მისივე თქმით, დევნილი მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათი პრობლემა მსოფლიოს უმაღლეს ტრიბუნაზე განიხილება და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იპყრობს.


„საქართველოს დიპლომატიური სამსახური მუდმივ რეჟიმში მუშაობს აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის განსამტკიცებლად.
რეზოლუციით გაერო-ს გენერალური ასამბლეა ხაზს უსვამს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ, ასევე დოკუმენტი ხაზს უსვამს ადგილზე ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.


აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.