გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

New York Times: ისრაელმა დააფინანსა გავლენის კამპანია, რომლის მიზანს ამერიკელ კანონმდებლებს შორის ღაზაში ომთან დაკავშირებით პროისრაელური გზავნილების გავრცელება წარმოადგენდა

5-06-2024

ისრაელმა დააფინანსა გავლენის კამპანია, რომლის ფარგლებშიც ამერიკელ კანონმდებლებს შორის და ამერიკულ საზოგადოებაში პროისრაელური გზავნილები უნდა გაევრცელებინა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.


გამოცემის ცნობით, კამპანიის მიზანი იყო ღაზაში ისრაელის ქმედებებისადმი მხარდამჭერი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

როგორც NYT-ს ოთხმა ისრაელელმა წყარომ განუცხადა, ფარული კამპანია ისრაელის დიასპორის საკითხთა სამინისტრომ დაუკვეთა. ოპერაციის განსახორციელებლად 2 მილიონი დოლარი გამოიყო და მისი განხორციელება თელ-ავივში მდებარე პოლიტიკური მარკეტინგის ფირმა Stoic-ს დაევალა.


კამპანია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს X-ის პლატფორმაზე. კამპანიის პიკზე ათასობით ყალბი ანგარიშის შემქმნელები X-ზე თავს ამერიკელებად ასაღებდნენ, მათ სამიზნეებს შორის იყვნენ წარმომადგენელთა პალატის წევრი ჰაკიმ ჯეფრისი და ჯორჯიის შტატის სენატორი რაფაელ უორნოკი.


ყალბი X-მომხმარებლები მოუწოდებდნენ მათ, გააგრძელონ ისრაელის ჯარის დაფინანსება.


X-პოსტების უმრავლესობის დასაწერად ჩატბოტი ChatGPT გამოიყენებოდა. კამპანიის ფარგლებში ასევე შეიქმნა სამი ყალბი ინგლისურენოვანი საინფორმაციო სააგენტო, რომლებიც პროისრაელურ სტატიებს აქვეყნებდნენ.