გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრის შიდა ტერიტორიაზე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს

5-06-2024

გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრის შიდა ტერიტორიაზე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის არქეოლოგიური სამუშაოები ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში ხორციელდება. მიკვლეულია იუპიტერის კულტთან დაკავშირებული უნიკალური ნივთები.


ახალი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეში აღნიშნული ღვთაების კულტი ფართოდ იყო გავრცელებული რომაულ არმიაში. აღსანიშნავია ამ ღვთაებასთან დაკავშირებული ბერძნულ წარწერიანი ოქროს სამკერდე ნიშანი.


განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრინჯაოს ქანდაკება ხარზე მდგომი არწივის გამოსახულებით, რაც იუპიტერის სიმბოლური გამოსახვის ტიპური გზაა. არანაკლებ მნიშვნელოვანი და უნიკალური აღმოჩენაა რომაული სამხედრო სანდლის ნაშთები, რომელზეც შენარჩუნებულია რკინის ლურსმნების მთლიანი ნაკრები, რითაც ფეხსაცმლის ლანჩა იყო მიმაგრებული. არქეოლოგიური სამუშაოები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.