გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე ნარენდრა მოდის ინდოეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას ულოცავს

5-06-2024

საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად ვულოცავ ნარენდრა მოდის ინდოეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას, - ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში წერს.


ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის ბოლო წლებში განვითარებული ურთიერთობები საფუძველს უქმნის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას.


„საქართველოს და ინდოეთს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში განვითარდა, რაც საფუძველს უქმნის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას. წარმატებებს ვუსურვებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრს მის მნიშვნელოვან საქმიანობაში და ველი თანამშრომლობას ორმხრივი ინტერესის სფეროში არსებულ საკითხებზე,"- აღნიშნულია განცხადებაში.