გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საქართველოში წყლის რესურსების სფეროში მიმდინარე პროექტები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წარმატების მაგალითებად განიხილეს

6-06-2024

ქალაქ ბრიუსელში, წყლის დაფინანსების (WaterFinancing) შესახებ რეგიონული მრგვალი მაგიდის მე-11 სესიაზე, საქართველოში წყლის რესურსების სფეროში მიმდინარე პროექტები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წარმატების მაგალითებად განიხილეს. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების რეგიონულ შეხვედრასა და სხდომის ფარგლებში გამართულ პლენარულ დისკუსიაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მიიღო მონაწილეობა.


რეგიონული შეხვედრის მიზანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წყლის რესურსების მართვის, დაფინანსების გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ინვესტიციების მოზიდვის ეფექტიანი გზების მოძიება, ასევე, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენდა.


ღონისძიებაში, ევროკომისიისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.


ნინო თანდილაშვილმა წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა და ყურადღებაევროკავშირის შესაბამისი დირექტივის საფუძველზე შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფისთვის სააუზო მართვის პრინციპებზე გადასვლის მნიშვნელობის საკითხი.


რეგიონული შეხვედრა ევროკომისიისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით, ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის, წყლის მსოფლიო საბჭოსა და მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით გაიმართა.


მნიშვნელოვანია, რომ წყლისდაფინანსების შესახებ მრგვალი მაგიდა გლობალურ საჯარო და კერძო დიალოგის პლატფორმას წარმოადგენს.


შეხვედრას დაესწრო და პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, რომელმაც წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებზე ისაუბრა.