გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით კაჭარავა ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ქართულ თარგმანზე: ვეღარ მოხდება იმ სიმართლის დამალვა, რაც აქამდე პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა

6-06-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა ნატოს წესდების არასწორ თარგმანს გამოეხმაურა. დეპუტატი აცხადებს, რომ თარგმანი მიზანმიმართულად იყო გაყალბებული და მას პროპაგანდისთვის იყენებდნენ.


კაჭარავა ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანა ნატოში გაწევრიანებას უსაფრთხოების მიზნით, სწორედ მეხუთე მუხლის გათვალისწინებით ფიქრობს, აღმოჩნდა, რომ ყველა ქვეყანას უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა ალიანსის წევრი სხვა ქვეყნის დასაცავად ომში ჩართვა.


დეპუტატი აღნიშნავს, რომ როდესაც მსოფლიოში დაძაბული ვითარებაა და მესამე მსოფლიო ომია მოსალოდნელი, ყველა ლიდერი საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობს და სწორედ ამ ვითარებაში გამოაშკარავდა სიმართლე.


„ვფიქრობ, რომ ეს თარგმანი მიზანმიმართულად იყო გაყალბებული და ის აზრი, რომელიც თავს იყო მოხვეული, არა მარტო ქართველ ხალხზე, მთელს მსოფლიოში, თითქოს მეხუთე მუხლის მიხედვით თუ ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას მესამე ქვეყნის მხრიდან დაემუქრებოდა საფრთხე, ყველა ერთდროულად ჩაერთვებოდა მის დასაცავად, აღმოჩნდა სიცრუე. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მანიპულაციებით ცდილობდნენ ადამიანებისთვის თავს მოეხვიათ არარსებული გარანტიები. თუ ქვეყანა ცდილობს გაწევრიანებას ნატოში, პირველ რიგში, ფიქრობს იმაზე, რომ იყოს დაცული და ნატომ თავისი სამხედრო ქოლგა გადააფაროს.


დღეს აღმოჩნდა, რომ ყველა ქვეყანას თავისი ნებით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ თემაზე და ამის მაგალითები უკვე სახეზეა. რამდენიმე დღის წინ ვნახეთ იტალიის პოზიცია, ვხედავთ უნგრეთის პოზიციას - რეალურად, ცალკეული ქვეყნები საკუთარ პოზიციას გამოხატავენ თავისი ქვეყნის ინტერესის მიხედვით და ამბობენ, რომ არ არის მათი ქვეყნისთვის მიზანშეწონილი ამ დიდ ომში ჩართვა, ცდილობენ რომ ეს თავიდან აირიდონ. ფაქტი არის, რომ როცა დაპირისპირება მიდის იმ ცხელ წერტილში, რა დროსაც ქვეყნებმა უკვე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, მაშინ გამოდის ხოლმე სააშკარაოზე ეს სიმართლე და დღეს სწორედ ასე მოხდა. როდესაც მთელი მსოფლიო დაძაბულია, მესამე მსოფლიო ომის მოლოდინშია და ყველა ქვეყნის ლიდერი ცდილობს დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესი, ეს სიმართლე გამოაშკარავდა. ვეღარ მოხდება იმ სიმართლის დამალვა, რაც აქამდე პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა“, - აღნიშნა კაჭარავამ.