გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან კოჭლოშვილი კონგრესში გამართულ განხილვაზე: ლუსტრაციისთვის მადლობას გადავუხდი კონგრესმენებს, შეხვედრის მონაწილეებს კი მინდა გითხრათ, რომ საქართველო არ არის აშშ-ის დროშაზე დატანილი რომელიმე ვარსკვლავი

6-06-2024

განხილვაზე ზუსტად იგივე გაიმეორეს, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ყურადღებას ამახვილებდა „ხალხის ძალა“ - მდიდარი „ენჯეოები“ არიან უცხოური ძალის გავლენის აგენტები, პირნათლად ასრულებენ უცხოელი აქტორებისა და გლობალური ომის პარტიის დავალებებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თელავის საკრებულოს დეპუტატი, ლევან კოჭლოშვილი აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით წერს.


კოჭლოშვილი ყურადღებას ამახვილებს კონგრესში, საქართველოსთან მიმართებით გაჟღერებულ რამდენიმე ასპექტზე, კერძოდ, უკრაინის მაიდანის და რევოლუციის საქართველოსთან პარალელის გავლების მცდელობაზე და აგენტურული ქსელით ქვეყნის საომარ პოლიგონად გადაქცევის გეგმაზე.


„როგორც იცით, გუშინ ამერიკის კონგრესში გაიმართა საქართველოს შესახებ მოსმენა, სადაც განიხილეს ეგრეთ წოდებული „მეგობრობის აქტი“.


განხილვაზე ზუსტად იგივე გაიმეორეს, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ყურადღებას ამახვილებდა „ხალხის ძალა“ - მდიდარი ენჯეოები არიან უცხოური ძალის გავლენის აგენტები, პირნათლად ასრულებენ უცხოელი აქტორებისა და გლობალური ომის პარტიის დავალებებს. შეხვედრაზე ამასთანავე გაჟღერდა მაიდანი და უკრაინაში მომხდარი რევოლუცია. ჩვენ ზუსტად ამაზე ხაზგასმით ვამბობდით, რომ აგენტურული ქსელით იგეგმებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, ამის შემდეგ მიშას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და საომარ პოლიგონად და ბუფერულ ზონად საქართველოს ქცევა.


ასე რომ, გუშინდელი შეხვედრისათვის და ლუსტრაციისთვის ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი კონგრესმენებს სტივ კოენს, ჯო უილსონს, მაიკლ მაკკოლის.


ვფიქრობ, რომ მომავალი წლის ფარას დოკუმენტებში გამოჩნდება, რომ შეხვედრაზე მსხდომი კონგრესმენებისა და აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის გამოსვლა იქნებოდა შეკვეთილი გიული ალასანიასგან ან დავით კეზერაშვილისგან.


ამ შეხვედრის მონაწილეებს მინდა მოგმართოთ და გითხრათ, რომ საქართველო არ არის ამერიკის შეერთებული შტატების დროშაზე დატანილი რომელიმე ვარსკვლავი, ნუ გეგონებათ ჯორჯიას შტატი, ეს არის საკუთარ გადაწყვეტილებებში თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. თქვენი მოქმედებით აბრაამ ლინკოლნამდე პერიოდს ნუ დაუბრუნდებით და კვლავ ნუ გახდებით კოლონიზატორები, ყოველ შემთხვევაში, ნუ გექნებათ მცდელობა, საქართველო აქციოთ თქვენს კოლონიად.


იმედს ვიტოვებ, რომ სამ კონგრესმენზე მეტს არ აქვს იგივე აზრები!”, - წერს კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში.