გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

9 თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5738 სამართალდარღვევა გამოვლინდა

6-06-2024

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 9 თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 5738 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.


მათივე ცნობით, ყველაზე მეტი - 2742 დარღვევა თბილისში დაფიქსირდა, 1147 - ქუთაისში, 982 - ბათუმში, 867 კი - რუსთავში.


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.


კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 ივნისის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 5738 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი - 2742 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1147 - ქუთაისში, 982 - ბათუმში, 867 კი, ქალაქ რუსთავში.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 5738 სამართალდამრღვევიდან 5006 ფიზიკური პირია, ხოლო 732 - იურიდიული პირი.


3542 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1944 - მიკროავტობუსის, 245 - სატვირთო ავტომობილის, 7 კი, ავტობუსის მძღოლის სახელზე.


ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.


ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.