გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ედიშერ გვენეტაძე: საქართველო რომ შემდგარი სახელმწიფოა, ამას ადასტურებს ქვეყნის სამართალდამცავების გამართული მუშაობა, 2012 წლიდან მოყოლებული სამართალდამცავი ორგანოების თვისობრივი ცვლილებების შედეგად სახეზე გვაქვს უმნიშვნელოვანესი წარმატებები

6-06-2024

„სუს-ის კიდევ ერთი წარმატებული ოპერაციის შესახებ ემცნო დღეს საზოგადოებას! სახელდობრ, სუს-ის თანამშრომელთა საზრიანი, გონივრული და პატრიოტული ქმედებების შედეგად დაპატიმრებულია ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები!“, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ.


„საქართველო რომ შემდგარი სახელმწიფოა, ამას ადასტურებს ქვეყნის სამართალდამცავების გამართული მუშაობა! 2012 წლიდან მოყოლებული სამართალდამცავი ორგანოების მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური და თვისობრივი ცვლილებების შედეგად სახეზე გვაქვს უმნიშვნელოვანესი წარმატებები! გამოვლენილი და გაუვნებელყოფილია არაერთი ტერორისტული დაჯგუფება, რომელთა ქმედებები ემუქრებოდა მოქალაქეებს და ძირს უთხრიდა სახელმწიფო ინტერესებს!


საქართველოს სუს-ის კიდევ ერთი წარმატებული ოპერაციის შესახებ ემცნო დღეს საზოგადოებას! სახელდობრ, სუს-ის თანამშრომელთა საზრიანი, გონივრული და პატრიოტული ქმედებების შედეგად დაპატიმრებულია ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები! წინსვლა-წარმატებები და კიდევ უფრო მეტი გაძლიერება ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ ღირსეულ ქართველ სამართალდამცავებს!“, - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.