6-06-2024
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
„საქართველოს საბაჟო საზღვარზე საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების მიერ საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე, აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
შეგახსენებთ, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სასიგნალო შეტყობინება დღეს, 6 ივნისს, დილით შევიდა. აღნიშნულის საფუძველზე შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მუშაობა დროებით შეჩერებული იყო.