გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხულოში ბესო კალანდაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

7-12-2017

ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის და ყველასთვის ცნობილი სიმღერების ტექსტის ავტორის ბესო კალანდაძის შემოქმედებითი საღამო „ბესო კალანდაძე და მეგობრები“ გაიმართა. ღონისძიება საპროდიუსერო კომპანია „ჯადოსნურმა ხმებმა“ აჭარის ა.რ. მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ჯგუფი დაკომპლექტებული იყო პოპულარული ქართველი მომღერლებითა და შემსრულებლებით: ნუგზარ ერგემლიძე, ზურაბ დოიჯაშვილი, ზურაბ კობეშავიძე, ნუგზარ კვაშალი, ბიძინა მახარაძე.

როგორც ხულოს მუნიციპალტეტში განმარტავენ, კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და შემოსული თანხით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან.