გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სავალუტო რეზერვები 5 მილიონი დოლარით გაიზარდა

6-06-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მიმოქცევაში ნაღდი ფული, მაისში, 202 მლნ ლარით გაიზარდა თითქმის 3-ჯერ, ვიდრე აპრილში (04/2024: +₾70 მლნ) და 01.06.2024-ისთვის 6 მილიარდს მიუახლოვდა.


ბოლო საანგარიშო, მაისის თვეში რეფინანსირების სესხები 1.4 მლრდ ლარით გაიზარდა. ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზეც გარიგებები არ დადებული. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე პასიურობა ნოემბრიდან შეინიშნება.


საანგარიშო პერიოდში სებ-მა სავალუტო ინტერვენციებს მიმართა, მიმოქცევიდან 300 მლნ ლარზე მეტი ამოიღო.


28 მაისის აუქციონზე სებ-ის გამოტანილი $60 მილიონიდან ბაზარმა 48 700 000 აშშ დოლარი შეიძინა, $1/₾2.8-მდე საშუალო შეწონილი გაცვლითმა კურსით. იგივე მოცულობით ($ 60 მლნ), 16 მაისს გამოტანილი ვალუტა, ბანკებმა სრულად შეიძინეს (საშ. კურსი: $1/2.758).


მაისში Bmatch-ზე სებ-ის აქტივობები შემცირებულია. აპრილში კი სებ-ის თვის მიმოხილვის თანახმად, საბანკო სისტემაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სებ-ის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 68.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. BMatch-ზე წმინდა შესყიდვებმა კი $73.1 მილიონი.


მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სავალუტო ინტერვენციებით და BMatch მექანიზმით, აპრილში, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 4.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.