გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თავდაცვის მინისტრი სპეციალური ოპერაციებისა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობებში იმყოფებოდა

6-06-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის, ხოლო მახათას მთაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფები მოინახულა. მინისტრი სამხედრო ბაზებს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესტუმრა.


ირაკლი ჩიქოვანმა მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები მიმდინარეობს სპეციალური ოპერაციების სარდლობისა და საწვრთნელი ცენტრის შტაბების შენობებში, სპეციალური ოპერაციების, სპეციალური დანიშნულების სკოლის, რეინჯერთა სკოლის და უზრუნველყოფის ასეულის შენობებში, რეინჯერთა ბატალიონისა და სპეციალური ოპერაციების ბატალიონის ყაზარმებში, ასევე სასადილოს, ლაზარეთსა და სხვა დამხმარე შენობების. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უპრეცედენტო  ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ  თავდაცვის ძალები სრულად იქნება უზრუნველყოფილი იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურით, რომელიც  უფრო მაღალეფექტიანი თავდაცვისუნარიანობისთვისაა საჭირო.


მუხროვანის ბაზაზე მინისტრი სპეციალური ოპერაციების სარდლობის შეიარაღებისა და აღჭურვილობის ნიმუშებსაც გაეცნო. ადგილზე გამოფენილი იყო თავისუფალი ვარდნისა და სტატიკური ხაზით ხტომის საპარაშუტო, ასევე სნაიპერისა და სახმელეთო სპეცდანიშნულების  აღჭურვილობა. ირაკლი ჩიქოვანი მუხროვანში, ასევე ესტუმრა ბაზაზე არსებულ ეკლესიას და სამხედრო კაპელანს გაესაუბრა.  


თავდაცვის მინისტრმა მუხროვანის ბაზის შემდეგ მახათას მთაზე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. სამუშაოები მიმდინარეობს ოთხ საცხოვრებელ ყაზარმაში, სამ  ბატალიონის შტაბში,  სარდლობისა და ბრიგადის  შტაბებში,   სპორტულ დარბაზში,  სასწავლო კლასების შენობაში,  ლაზარეთში, საკონტროლო გამშვებ პუნქტსა და   სასადილოში.