გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკულმა ბოლშევიზმმა საბჭოურს აჯობა, ოკეანის გაღმა სერიოზული პოლიტიკური კრიზისია

7-06-2024

„გეოპოლიტიკა იმდენად სწრაფად იცვლება, რომ არავინ იცის როდის, როგორ და ვინ სად აღმოჩნდება. თანამედროვე პოლიტიკა სიურპრიზებით არის სავსე და ისე არ მოხდეს, რომ ხვალ „მეგობარი აქტები” ჩვენ ვწეროთ“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესების საკითხს.


თამარ ჩიბურდანიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს სანქციების დაწესებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მათ ადგილას, სანქციებთან ფრთხილად იქნებოდა, ვინაიდან ვინც დაასანქცირეს, ის მხოლოდ წინ მიიწევს.


„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გვამცნო. რომ სანქციების პირველი ეტაპი ამოქმედდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამერიკის დეპარტამენტი სანქციების გამოცხადების ეპოპეაშია, მაგრამ უშედეგოდ. მათ ადგილას, სანქციებთან ფრთხილად ვიქნებოდი, ამ მხრივ არ უმართლებთ, ვინც დაასანქცირეს, ის მხოლოდ წინ მიიწევს. ვისაც დღეს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს, შეუძლია ამერიკაში წავიდეს და იქ დახვდება: პოლიტიკურ პროპაგანდაზე აწყობილი სისტემა; დეზინფორმაციით მართული საზოგადოება; დემოკრატიით შენიღბული დიქტატურა და ვითომ მშვიდობისმყოფელი, სინამდვილეში კი სხვა ქვეყნების დაპყრობის სურვილით მოქმედი სახელმწიფო. ამერიკულმა ბოლშევიზმმა საბჭოურს აჯობა, ოკეანის გაღმა სერიოზული პოლიტიკური კრიზისია.გეოპოლიტიკა იმდენად სწრაფად იცვლება, რომ არავინ იცის როდის, როგორ და ვინ სად აღმოჩნდება. თანამედროვე პოლიტიკა სიურპრიზებით არის სავსე და ისე არ მოხდეს, რომ ხვალ „მეგობარი აქტები“ ჩვენ ვწეროთ“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.