გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დიმიტრი ხუნდაძე: რადგან რეალობა ამდაგვარია, რომ ჩვენ გვირჩევნია, ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მით უმეტეს ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები

7-06-2024

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის უხეში ჩარევა შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა.


„მთავარი პარტნიორის მხრიდან კიდევ ერთი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული, ეს არის უხეში ჩარევა შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. როდესაც კანონმდებელი სანქცირდება კანონის მიღებისთვის, ეს მიუღებელია. ეს არის დემოკრატიის უკუსვლა და დასავლური დემოკრატიის შავი დღე. როდესაც გრიგორიადისი შეწყალებულია იმისათვის, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, ეს არის ძალადობის ხელშეწყობა. როდესაც პოლიციელი სანქცირდება, ეს არის ძალადობის აღკვეთის ხელის შეშლა. ისე რომ, ვფიქრობ ასეთი დამოკიდებულება არის დაუშვებელი და წინაპირობა იმის, თბილისში მივიღოთ უკრაინული „მაიდანიზაცია“, რასაც აუცილებლად ექნება ომის განვითარება. რადგან რეალობა ამდაგვარია, რომ ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მით უმეტეს ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები. ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.