გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფოთის მერმა თანხა ნაციონალებს მეგობრობისთვის, ზურაბიშვილს კი ქვეყნის განვითარებისთვის შესწირა

18-10-2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს 40 ათასი ლარი შესწირა. კურდღელიამ 2012 წელს 10 ათასი ლარი ნაციონალურ მოძრაობასაც, 2016 წელს კი 60 ათასი ლარი ქართულ ოცნებას შესწირა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.


გამოცემამ ფოთის მერს ჰკითხა, რატომ გადაურიცხა ნაციონალებს მაშინ თანხა, ან შემდეგ რამ გამოიწვია მისი პოზიციის ცვლილება ქართული ოცნების სასარგებლოდ.


გოჩა კურდღელიას განმარტებით, 6 წლის წინ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს ნაციონალური მოძრაობიდან მისი მეგობარი თენგიზ სარიშვილი იყრიდა. ეს თანხაც „მეგობრობიდან გამომდინარე“ შესწირა და არა იმიტომ, რომ პარტიის შეხედულებებს იზიარებდა.

"რაც შეეხება მომავალ პერიოდს, ჩემი კეთილი ნებით, ქვეყნის განვითარებისთვის წინ წაადგებოდა ჩემი გადაგმული ნაბიჯი და ამიტომ შევწირე. ნაციონალური მოძრაობის შეხედულებებს არ ვიზიარებდი, რა თქმა უნდა. ჩემი მეგობრის პროგრამას ვიზიარებდი, საკმაოდ კარგი პროგრამა ჰქონდა, თუმცა ვერ გავიდა", - თქვა გოჩა კურდღელიამ. 


საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. 



imedinews.ge