ორშაბათი, მაისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც მსოფლიო ომის ზღვარზე ბალანსირებს, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, ზოგჯერ ვიღაცისთვის არაპოპულარული ნაბიჯებით, შექმნა საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების უნიკალური მოდელი

11-06-2024

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სოციალურ ქსელში აფასებს.


ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მოახერხა, ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის ხარჯზე, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ომის ზღვარზეა. მისი თქმით, ხელისუფლების ამ ქმედებებით, საქართველომ ბევრი განსაცდელი აირიდა თავიდან.


„ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ამ ზე-ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, როდესაც მსოფლიო ომის ზღვარზე ბალანსირებს, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მოახერხა, მართალია, ზოგჯერ ვიღაცისთვის არაპოპულარული ნაბიჯებით, მაგრამ შექმნა საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების უნიკალური მოდელი. ამის მეშვეობით ბევრი განსაცდელი აირიდა ქვეყანამ,“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე