გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვლადიმერ ბოჟაძე: საქართველო ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ელჩის გამოძევების მიუხედავად სახელმწიფო და ხალხი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას

11-06-2024

თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას პარტნიორებთან ერთად.


როგორც ბოჟაძე აცხადებს, საქართველო უკრაინას ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს და ელჩის გამოძევების მიუხედავად, ქვეყანა აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.


„საქართველო ყველგან, ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რაც 600-მდე საერთაშორისო დოკუმენტის მხარდაჭერით არის დადასტურებული. 26 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს მშობლიურ ენაზე საქართველოში. უკრაინის ელჩის გაწვევის და საქართველოს ელჩის გამოძევების მიუხედავად სახელმწიფო და ხალხი გააგრძელებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას,“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.