გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გურამ გურამიშვილმა TRACECA - ს მთავრობათაშორისი კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

11-06-2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) მთავრობათაშორისი კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.


მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა TRACECA - ს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ტრასეკას დერეფნის განვითარებაში და მის აქტიურ ჩართულობას ტრასეკას ფარგლებში მიმდინარე საპილოტე ინიციატივებსა და პროექტებში. „საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. მათ შორისაა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტიც, რომლის განხორციელების შემდეგ, აღნიშნული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოემსახურება ტრასეკას დერეფანში გამავალ ტვირთებს და ამით ხელს შეუწყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიფიკაციას.


გურამ გურამიშვილმა აქცენტი გააკეთა ისეთი პრიორიტეტულ საკითხებს, როგორიცაა როგორიცაა TRACECA - ს დერეფნის გაციფრულება, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობა და დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური მიმართულებები.


TRACECA-ს მთავრობათაშორისო კომისიის სამდივნოს სხდომაში მონაწილეობდნენ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების მხარეების ოფიციალური წარმომადგენლები, ტრასეკას ეროვნული მდივნები - სამთავრობათაშორისო კომისიის დამკვირვებლები ქვეყნები, ტრასეკას პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები.