გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან დინამიკური ურთიერთობებით - ილია დარჩიაშვილი

11-06-2024

"ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო პროგრესირებდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით" - აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის და დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ყველა დარჩენილი საკანონმდებლო პაკეტი. „საქართველო მყარად და მტკიცედ ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას" - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


დარჩიაშვილმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა. მედიასთან გაკეთებულ კომენტარში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ინტერესია ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობები ადრინდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. „იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობები მოკლე ხანში ნორმალიზდება და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარებას" - განუცხადა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს.