გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სოლიდარობა უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ ძალიან მტკიცეა, ეს სოლიდარობა გამოიხატება პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში

11-06-2024

ჩვენ გვქონდა საშუალება ორჯერ გამოვსულიყავით სიტყვით, ერთხელ პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ფორმატში, ერთხელ გაფართოებულ ფორმატში, ასევე, სესიებს შორის გვქონდა საშუალება გავსაუბრებოდით პრემიერ-მინისტრებს, ვიცე-პრემიერებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართულ მედიასთან უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენაზე მსჯელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.


„მთლიანობაში, ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი სოლიდარობა უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ არის ძალიან მტკიცე. ეს სოლიდარობა გამოიხატება პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მოქმედებას", - განაცხადა პრემიერმა.