გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხულოს მერმა და მისმა პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

18-10-2018

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.


ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.


"7 ოქტომბერს, განცხადების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ. პირველ მოადგილედ ვახტანგ ბერიძე დაინიშნა. გუშინვე, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ ხულოს საკრებულოს განცხადებით მიმართა თანამდებობიდან წასვლის შესახებ. კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა. ხულოს მერს დღეს უფლებამოსილება შეუწყდა", - განაცხადეს ხულოს მერიის პრესსამსახურში.


ვახტანგ ბერიძე მერის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე ხულოს პოლიციას ხელმძღვანელობდა. ხულოს მერის ვადამდელი არჩევნების თარიღს ცესკო დაადგენს. 



imedinews.ge