გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ონის მერიაში, კურორტ შოვში მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით შესული საპროექტო იდეების განხილვა გაიმართა

14-06-2024

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, კურორტ შოვში მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით შესული საპროექტო იდეების განხილვა გაიმართა, რომელიც ესკიზური ნამუშევრების სახით იყო წარმოდგენილი.

 

საპროექტო იდეები განიხილა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც არიან, როგორც დარგის სპეციალისტები ისე გარდაცვლილთა ოჯახის წევრები. სხდომას, აგრეთვე ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე და ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

 

შემოსული განაცხადებიდან შეირჩა სამი საპროექტო იდეა, რომელიც გადავიდა შემდგომ ეტაპზე. საპროექტო იდეების დეტალურად განხილვისათვის 18 ივნისს დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა ავტორებთან, რომლებიც დეტალურად აღწერენ და განმარტავენ მათი მხრიდან წარმოდგენილ იდეებს. მნიშვნელოვანია, რომ მემორიალი უნდა პასუხობდეს, როგორც გარემო პირობებს, ასევე კონცეპტუალურად თანხვედრაში უნდა იყოს ტაძართან და თემატურად შეესაბამებოდეს საპროექტო იდეას.