გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა ბახტაძე: სიმბლურია, რომ აშშ-ს მიერ ხომალდების გადმოცემა სანაპირო დაცვის სამსახურის დაარსებიდან 20 წლისთავს დაემთხვა

18-10-2018


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სიმბოლურია რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის „აილენდის“ კლასის ორი ხომალდის გადმოცემა სანაპირო დაცვის სამსახურის დაარსებიდან 20 წლისთავს დაემთხვა.


პრემიერ-მინისტრმა ფოთში, ხომალდების გადმოცემის ცერემონიაზე, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა.


„დღეს მართლაც რომ მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს სანაპირო დაცვას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  „აილენდის“ კლასის ორი ხომალდი - „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ გადასცა. სიმბლურია, რომ ამ ხომალდების გადმოცემა სანაპირო დაცვის სამსახურის დაარსებიდან 20 წლისთავს დაემთხვა და პირველ რიგში მსურს, ჩვენს მეგობრებს და სანაპირო დაცვის მთელ შემადგენლობას ეს იუბილე მივულოცო. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ურყევ მხარდაჭერას. საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა და პარტნიორობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა და მე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ყველას დიდი მადლობა გადავუახო იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა სტრატეგიულ და მაღალ დონეზე ავიდა. შავი ზღვა დღეს და უახლოეს მომავალში აუცილებლად შეასრულებს მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურაში  განსაკუთრებულ როლს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენს სტატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით შავი ზღვის რეგიონისა და კონრეტულად ჩვენი ქვეყნის როლი მსოფლიო უსაფრთხოებაში, მსოფლიოს არქიტექტურაში და მის უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილიდან გამომდინარე.


კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, ამერიკელ ხალხს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო უფრო მეტ პრინციპულ ნაბიჯს გადადგამს იმისთვის, რომ ჩვენი სანაპირო დაცვის სამსახური იყოს უფრო ეფექტურად წარმოდგენილი და უფრო აქტიური როლი შეასრულოს კონკრეტულად შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი ცხოვრების განმტკიცების საკითხში.


კიდევ ერთხელ მსურს მივულოცო თითოეულ თქვეგნაგს დღევანდელი დღე და მშვიდბა და წარმატებები გისურვოთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.