გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მესაზღვრეებმა უკრაინის მოქალაქეზე იძალადეს, არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას

16-06-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. 


განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.


საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ნათქვამი იყო რომ თითქოს ქართველი მესაზღვრეების მხრიდან უკრაინის მოქალაქის მიმართ განხორციელდა ძალადობა.


განვმარტავთ, რომ აღნიშნული მოქალაქე მიმდინარე წლის 11 აპრილს გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, იქიდან გამომდინარე, რომ მან ვერ წარმოადგინა სამგზავრო დოკუმენტი ვინაობის დადგენის მიზნით მოხდა აღნიშნული პიროვნების სპეციალურად გამოყოფილ ადგილას გადაყვანა.


ასევე, მოქალაქეობის დადგენის მიზნით უკრაინის საკონსულოში გაგზავნილი იქნა წერილი, საიდანაც საპასუხოდ გამოგზავნილი იქნა ნოტა რომლის მიხედვით დადასტურდა რ.ს. - ს უკრაინის მოქალაქეობა, რის შემდეგაც საგამონაკლისო წესით, მიმდინარე წლის 31 მაისს შემოშვებული იქნა საქართველოში.

ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ რ.ს. არის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი.


ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მესაზღვრეებმა რ.ს.-ზე იძალადეს არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რ.ს. საქართველოში 31 მაისს შემოვიდა, თუმცა მას ამ დრომდე, რაიმე სახის ძალადობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.


ასევე, განვმარტავთ, რომ, ტელეკომპანიას, აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის არ მოუმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.