გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი და გვარამია გაერთიანდნენ, ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ - როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთადერთი ლოგიკა - ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები

17-06-2024

როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი და გვარამია გაერთიანდნენ, ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ. ერთმანეთს ლანძღავდნენ და აგინებდნენ ეს ადამიანები უშვერი სიტყვებით. ეს არის ოპოზიციის საცოდავი მდგომარეობა დღევანდელ დღეს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთადერთი ლოგიკა - ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები.


"მთელი ოპოზიცია არის საოცრება - ხაზარაძე და გახარია აპირებენ გაერთიანებას. ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს, მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, გვარამია რასაც უწოდებდა სალომე ზურაბიშვილს, ამას ვერავინ ვერ გავიმეორებთ. ასეთი საშინელება ხდება. როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთადერთი ლოგიკა - ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები. რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია ამის წარმოდგენა, როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი და გვარამია გაერთიანდნენ, ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ. ერთმანეთს ლანძღავდნენ და აგინებდნენ ეს ადამიანები უშვერი სიტყვებით. ეს არის ოპოზიციის საცოდავი მდგომარეობა დღევანდელ დღეს", - განაცხადა პრემიერმა.