გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებთან შეხვედრებს მართავს

19-06-2024

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მუხრან შამათავა და სააგენტოს ვეტერინარები აბაშის მუნიციპალიტეტში მეფუტკრე ფერმერებს შეხვდნენ.


ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრში ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფუტკრის პარაზიტულ დაავადებებსა და საფუტკრეების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მნიშვნელობაზე; თვალსაჩინოებისათვის, ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევა და საფუტკრეების საჩვენებელი დიაგნოსტიკა.


სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის კონსულტანტის, ფუტკრის დაავადებათა ექსპერტის ნინო ყიფიანის განმარტებით, მნიშვნელოვანია მეფუტკრეები ინფორმირებული იყვნენ იმ რისკების შესახებ, რომლებიც პერიოდულად ყველა ქვეყანაში იჩენს თავს.


„შესაბამისი ღონისძიებების დასაგეგმად, აუცილებელია, მეფუტკრეებმა განასხვაონ ფუტკრის მავნებლები და ინფექციური დაავადებები, რათა სწორად დაგეგმონ შესაბამისი ღონისძიებები; დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, გამოიყენონ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ვეტერინარული პრეპარატები„ –აცხადებს ნინო ყიფიანი.


ფუტკრის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებთან აქტიურად თანამშრომლობს.