გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მესტიაში წმინდა გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

18-10-2018

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნაკიფარში X საუკუნის წმ. გიორგის სახელობის დარბაზულ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
შესაბამის ბრძანებას 2018 წლის 19 სექტემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორიმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა.

სააგენტოს ცნობით, ნაკიფარის წმ. გიორგის ეკლესია რეგიონის სატაძრო ხუროთმოძღვრების უნიკალური ნიმუშია. X საუკუნეში აგებული ეკლესია შემაღლებულ ადგილზე, ქვის ზღუდით შემოვლებულ ეზოში დგას.

"შუა საუკუნეების ქართულ მონუმენტურ ხელოვნებაში სრულიად უნიკალურად აღიქმება ნაკიფარის წმ. გიორგის ეკლესიის ექსტერიერი და მისი მხატვრული გადაწყვეტა, როგორიცაა სკულპტურული და ფერწერული დეკორის ერთიან კომპოზიციად გააზრება. გამორჩეული მნიშვნელობისა ტაძრის ინტერიერის მოხატულობა, რომელიც სვანური ფერწერული სკოლის აყვავების ხანას მიეკუთვნება. გამოკვეთილი ხელწერისა და ხაზგასმულად ექსპრესიული მონუმენტური მხატვრობა შესრულდა მეფის მხატვარ თევდორეს მიერ 1130 წელს", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



radioatinati.ge