გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტყიბულში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა

20-06-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, იმერეთის მხარის   რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში კომპანიის  „ტყიბულის მთის ჩაი“  ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა.


კომპანია  წარმოებული  პრემიუმ ხარისხის პროდუქციის რეალიზაციას  როგორც  ადგილობრივ,   ასევე საერთაშორისო ბაზარზე  2024 წლის ბოლოდან გეგმავს.  კომპანიის გეგმებშია საწარმოს ტერიტორიაზე ჩაის კულტურის   ცენტრის შექმნაც.  


აღსანიშნავია, რომ შპს „ტყიბულის მთის ჩაი“ სოფლის განვითარების პროგრამების ბენეფიციარია, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანიამ „ქართული მთის ჩაი“ 19,1 ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოახდინა, ხოლო  ტექნიკური დახმარების პროგრამით მიღებული თანადაფინანსებით, ჩაის გადამმუშავებელ საწარმოში  სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა დანერგა.


საქართველოს მასშტაბით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 3,5 მლნ ლარით დაფინანსებულია 1,708 ჰექტარზე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია; მათ შორის, იმერეთის რეგიონში - 900 ჰექტარზე მეტ ფართობზე.  შეღავათიანი აგროკრედიტის პროქტის ფარგლებში ჩაის გადამუშავების მიზნობრიობით 10, 1 მლნ ლარის ღირებულების 63 სესხია გაცემული.