19-10-2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.
თეთრიწყაროს, წალკისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფელებში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 32 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი და 9 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი იყო განთავსებული.
მძღოლებმა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს. ავტომანქანები დაილუქა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შედგა. მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოებშია გადაგზავნილი.