გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში პრემია-დანამატის სახით 444 479 ლარი გაიცა

7-11-2017

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ზუგდიდის საკრებულოს მუშაობა შეაფასა. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ თოდუას თქმით, ამ ხნის განმავლობაში საკრებულოს ყველაზე მნიშვენლოვანი და ამავე დროს, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც მუნიციპალიტეტების გაერთიანებას გულისხმობს. გარდა ამისა, მან ისეთ ხარვეზებსა და დარღვევებზე ისაუბრა, როგორიცაა დაუსაბუთებელი პრემიების გაცემა, არასაპატიო გაცდენები, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა და უწყებათა მხოლოდ ფორმალური ხასიათის კონტროლი. კვლევის თანახმად, პრობლემატურია თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციის არასრულად შევსება. რაც შეეხება არასაპატიო გაცდენებს, 196-დან, 84-ჯერ სხდომა ენმ-ს წევრმა ლევან კონჯარიამ და 30 - ჯერ კახაბერ ფარცვანიამ გააცდინა. სულ საანგარიშო პერიოდში პრემია-დანამატის სახით 444 479 ლარი გაიცა, რომლებიც საკრებულოს თანამდებობის პირებმა არა კონკრეტული დამსახურებისთვის, არამედ კვარტალურად და დღესასწაულებზე მიიღეს. ანგარიშში დადებითად არის შეფასებული გენდერული საბჭოს ჩამოყალიბება და ეთიკის კოდექსის შემუშავებაც, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ საბჭოს ჯერ საქმიანობა არ განუხორციელებია, ეთიკის კომისია კი მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა. ორგანიზაციის რეკომენდაციით, აუცილებელია, რომ მომავალმა საკრებულომ ყველა ხარვეზი და მიღწევა გაითვალისწინოს და იზრუნოს, რომ მსგავსი ტიპის შეცდომები არ დაუშვას თავისი საქმიანობის დროს. ორგანიზაციის მიერ ზუგდიდის საკრებულოს შემთხვევაში საანგარიშო პერიოდი 2014 წლიდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდს მოიცავდა.

 


წყარო: ტელეკომპანია ,,ოდიში,,